понедельник, 6 июля 2015 г.

რეფლექსია


   მესამე დღეა. საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე.  ამ ეტაპზე გავიაზრეთ, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში  ესგ–ის სტანდარტებთან. 
    Intel–ის პროგრამა უამრავ რესურს გვაწვდის,  რითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ყველა  პირობას გვიქმნის  იმისათვის, რომ  ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, გამართული და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული. 
   ტრენერისგან ხსაშინაო  დავალება მივიღეთ და მესამე დღეც დასრულდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий