вторник, 21 июля 2015 г.


                 რეფლექსია 9
         დღეს ბოლო დღეა ჩვენი ტრეინინგის, დავამთავრეთ პორტფოლიოზე მუშაობა, მრავლობითში იმიტომ, რომ სამუშაოს დასრულებაში ბატონ დავითის  ლომის წილი ურევია, უღრმესი მადლობა და პატივისცემა მას.
    ტრეინინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მივესალმებით სამინისტროს მხრიდან ყველა სიახლეს.


პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

среда, 15 июля 2015 г.

რეფლექსია 7



    ძალიან მიხარია, რომ  საშუალება მომეცა ვისწავლო  ეს პროგრამა, რომელიც ბევრი სიახლის   კეთების საშუალებას მომცემს. დაგვრჩა ერთი დღე და ჩვენი ნამუშევრები უნდა წარვადგინოთ,მგონი  ვასწრებ, რომ ყველა  დავალება შევასრულო, მადლობა დავითს!

вторник, 14 июля 2015 г.

понедельник, 13 июля 2015 г.

რეფლექსია დღე 5



 ტრენინგის  მეხუთე  დღეც  საინტერესოდ  დაიწყო.  ნაბიჯ–ნაბიჯ  ვსწავლობთ  პროექტის  პორტფოლიოს  წარმოებას.  სამუშაო  შრომატევადი,  მაგრამ  საინტერესოა.   ბევრ  საინტერესო  საკითხებსაც  გავეცანით,  ვფიქრობ,  მუშაობის  დროს  გამოგვადგება.  ჩემ  მიერ  დამუშავებულ  პროექტს  აუცილებლად  განვახორციელებ  კლასში, ვიმედოვნებ, რომ ის ბავშვებისთვისაც ძალიან სახალისო და საინტერესო შესასრულებელი იქნება.

четверг, 9 июля 2015 г.

რეფლექსია მეოთხე

ძალიან შრომატევადი დღის შემდეგ წერაც მიჭირს, ძალიან დავიღალეთ და დათოც დავღალეთ, აუტანელი სიცხეც ერთვის ამ ყველაფერს. საინტერესო დღე იყო, გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავიგეთ დრაივის არსებობა და მივხვდით, რომ იქ ჩვეულებრივად შეგვიძლია მუშაობა, ეს ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის. მადლობა დათოს, იოლად გვაწვდის მასალას!

понедельник, 6 июля 2015 г.

რეფლექსია


   მესამე დღეა. საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე.  ამ ეტაპზე გავიაზრეთ, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში  ესგ–ის სტანდარტებთან. 
    Intel–ის პროგრამა უამრავ რესურს გვაწვდის,  რითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ყველა  პირობას გვიქმნის  იმისათვის, რომ  ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, გამართული და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული. 
   ტრენერისგან ხსაშინაო  დავალება მივიღეთ და მესამე დღეც დასრულდა.